LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის მიზანია, რომ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს: ირაკლი ქადაგიშვილი

78
ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიციის მიზანია, რომ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს და ეს ამბავი შიდა პოლიტიკური არეულობისთვის, ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ“.

მისივე განმარტებით, „არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა გავლილი აქვს, ოპოზიცია ამას არ კადრულობს“.

„ოპოზიცია ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველ რიგში იყენებს ქვეყნის შიდა პოლიტიკური ბრძოლისათვის, ანუ მათი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ იქნებ რამენაირად საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდეს, ან რაიმე შეფერხება მოხდეს, რომ შიდა პოლიტიკური არეულობისათვის და ხელისუფლების საწინააღმდეგო ტალღის ასაგორებლად გამოიყენონ. ეს არის მათი რეალური მიზანი და მზად არიან ამ მიზნისათვის სწორედ ასეთი განცხადებები აკეთონ. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დამაზიანებელი, როდესაც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია ლაპარაკობს ასეთი ნარატივით. არცერთ ქვეყანაში, ვისაც ეს გზა აქვს გავლილი, ან ახლა გადის, ოპოზიცია ამას არ კადრულობს, რადგან კარგად ესმით, რომ ერთია, შიდა პოლიტიკური მიზნები და მეორეა – საერთო სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g