LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციის ნაწილი დღეს “ჩრდილოვან კაბინეტს” წარადგენს

84
ყლელო

დედაქალაქის “ჩრდილოვანი მთავრობა”  ოპოზიციის ნაწილმა დღეს უნდა წარადგინოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია

დეტალები, ამ ეტაპზე, არ ხმაურდება, თუმცა პარტია “ლელოში” ამტკიცებენ, რომ მათ საკვანძო პოზიციები ექნებათ. ამ ერთიანობას არ უერთდება “სტრატეგია აღმაშენებელი – მესამე ძალა”, მიზეზად კი 2 ოქტომბრის მიღებულ შედეგებს ასახელებს.

ოპოზიციის განმარტებით, ყველა ქალაქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ, თანამოქალაქეებს მრავალპარტიულ საფუძველზე შექმნილ ჩრდილოვან მთავრობებს შესთავაზებენ.

“მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ პროფესიონალიზმის ნიშნით ყოფილიყვნენ ადამიანები შერჩეული ამ პოზიციებზე, ასეც მოხდა. თითოეული მათგანი, მე დარწმუნებული ვარ არის ისეთი, რომელსაც სურს უკეთესობისკენ შეცვალოს ქალაქის მმართველობა, – განაცხადა ენმ-ის წევრმა, ბაჩო დოლიძემ.

“ჩრდილოვანი მთავრობა” არის ალტერნატიული მთავრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია არსებული მთავრობის საპირისპიროდ ოპოზოციური პოლიტიკური ძალების ლიდერების მიერ.

პოპულარულები