ოპოზიციის ყველა მოქმედება, განცხადებები და აქტივობები მიმართულია ჩვენი ქვეყნის დაზიანებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს სურთ როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები.
“უნდათ რომ იკეკლუცონ პროდასავლურობით, როდესაც მათი ამოცანა აბსოლუტურად სხვა რამესთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.