LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრას ემოციური ვიდეო, რომელმაც ბევრს მისცა წონაში დაკლების სტიმული

158

ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ ჩაწერა ემოციური ვიდეორგოლი, სადაც ყვება, რატომ შეუერთდა პროგრამას Weight Watchers-ს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა.

უინფრი ჭარბ წონას დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა, არასწორი დიეტების გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა. საბოლოოდ ტელეწამყვანი შეუერთდა პროგრამას Weight Watchers, რომლის დიეტაც დაფუძნებულია ჯანმრთელი, დაბალანსებული კვების პრინციპებზე.

„ჭარბი წონის მიღმა ყველა ქალში იმალება ის, ვინც რეალურად უნდა ყოფილიყო. ხან ვიყურებით სარკეში და ვერ ვცნობთ საკუთარ თავს, რადგან ის ღრმად არის დამალული ჭარბი წონის ქვეშ,“ – ამბობს ოპრა ვიდეოში.

„ნუ ჩათვლით დროის დაკარგვად, რასაც აქამდე ამაოდ ცდილობდით. წონაში დაკლების უამრავმა უშედეგო მცდელობამ მომიყვანა აქამდე,“ – აღნიშნა უინფრიმ

<> at Ron Robinson on October 22, 2015 in Santa Monica, California.

„აბა როდის, თუ არა ახლა?! მე ასე ვფიქრობ და ვიცი, რომ ასე ფიქრობს მილიონობით სხვა ადამიანიც. მოდით, გავაკეთოთ ეს ერთად!“

https://www.youtube.com/watch?v=eNU-pvyhQd4


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები