LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დედოფალმა შესაძლოა ყველა წოდება ჩამოართვას

271
meganopra

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან. ამ დრომდე უცნობია, ექნება თუ არა წყვილის მეორე შვილს სამეფო ტიტული, რადგან მათ საკუთარ ტიტულებზე უარი განაცხადეს. სავარაუდოდ, ამას დედოფალი ელისაბეტი გადაწყვეტს. იქამდე კი გაირკვა, რომ სულ მალე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოპრა უინფრის შოუში გამოჩნდებიან. უკვე დაანონსდა, რომ ეს იქნება ძალიან სკანდალური ინტერვიუ, სადაც მეგან მარკლი სამეფო ოჯახიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრებს.

ინტერვიუ ეთერში 7 მარტს გავა, თუმცა პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა. ექსპერეტები საუბრონენ იმაზე, რომ თუ ინტერვიუს დროს ჰარიმ და მეგანმა წითელი ხაზები გადაკვეთეს, დიდი ალბათობით ისინი ყველა დარჩენილ პრივილეგიას დაკარგავენ და სამეფო ოჯახს სამუდამოდ გაემიჯნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები