LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალის მეორე რაუნდი – ოპრა უინფრი პრინც ჰარისთან ერთად ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებს

184
opraharry

ოპრა უინფრისთან პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ჯერი ახალ დოკუმენტურ ფილმზე მიდგა. ცნობილი ტელეწამყვანი „ინსტაგრამზე“ ახალი ფილმის გამოსვლას აანონსებს, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც პრინცი ჰარი იქნება.

ცნობილია, რომ ფილმი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე იქნება და მასში ცნობილი ადამიანები საკუთარ ისტორიებს მოყვებიან. ექსპერტები კი უკვე ვარაუდობენ, რომ ეს ძველი სკანდალის გაგრძელება იქნება და ახალ ფილმში პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის შესახებ მორიგ სკანდალურ ამბებს მოყვება.

პრინცი ჰარისა და ოპრა უინფრის თანამშრომლობაზე ინფორმაცია გასული წლის სექტემბერში გავრცელდა. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების შექმნაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები