LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი” – დავით ბაქრაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა [ვიდეო]

73

“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. დავით ბაქრაძემ  ხმა თბილისში, 177-ე საარჩევნო უბანზე მისცა. მისი განცხადებით, მაღალი შანსია,  რომ მეორე ტური დაინიშნოს.

“ძალიან ოპტიმისტურ და კარგ განწყობაზე ვარ, ვფიქრობ რომ საზოგადოებას ნამვილად სჭირდება ცვლილებები, უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე. რაც მთავარია, მათ სჭირდებათ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ხალხი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს, საიმედო და ევროპულ ხვალინდელ დღეს. მჯერა , ყველა მოვა და გააკეთებს არჩევანს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ”- განაცხადა დავით ბაქრაძემ

 

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/592308437887053/?__xts__[0]=68.ARAJ7s0xTvX2V5cimStFTKedW2DNKzDvqF4lu9N71dnmC-IyV_8gGhA_IwB_uT6Bm_b-JcSoVn6sRxvDjA-qc8gijJ4-3jIRqDKbV3mBPz4Mws1YZ0p60gW1AEJJpsNZGtaYb0J1PFf_3mORBLUABmmXL5K1uwE5XBRll5gxYB4gbgQXEtJG5CZ8zLHDMcu1y-y1e1Cp6k27A5UlP55pAY3y61Ac5T-ulQ&__tn__=-R

საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით დღეს მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. ეს ბოლო არჩევნები იქნება, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის არჩევა პირდაპირი გზით ხდება.

კენჭისყრაში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები