LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

1139
2026-02-03_22-23-36_101167

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასებში კვლავ მატება ფიქსირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 939 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 6.59%-ით მატებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 87.31 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 13.15%-ით მომატებული ფასია.

რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 432 ლარია, 750-სინჯიანი – 324 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 252 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.86 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.09 ლარად არის შესაძლებელი.

წყარო: BPN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g