LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში თბილისში ბინები გაძვირდა – როგორია ფასის ზრდა უბნების მიხედვით

178
თბილისის-მშენებლობა

თბილისში, კვადრატული მეტრი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 7.2%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 28%-ით გაიზარდა, შესაბამისად ფასი 1 კვ.მ-ზე 1 037$-ს აღწევს. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.

დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ განახლებული კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვნადაა მომატებული უძრავი ქონების გაქირავების ფასებიც. კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში გაქირავების ფასმა ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 120%-ით, ხოლო სექტემბრის თვესთან შედარებით 24.9%-ით მოიმატა და 1 კვ.მ-ზე 11.2$ შეადგინა.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ოქტომბერში ფასების მკვეთრ ზრდაზე გავლენა მიგრანტების მეორე ტალღამ იქონია.

საერთო ჯამში, ოქტომბრის თვეში 4 052 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 34%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. “თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, ოქტომბერში გასაყიდი უძრავი ქონება ყველაზე მეტად დედაქალაქის შემდეგ უბნებში გაძვირდა: მთაწმინდა (+38), საბურთალო (+35%) და ნაძალადევი (+23%). რაც შეეხება გაქირავების ფასს, ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა დიდ დიღომში (+18,9%), გლდანსა (+16,3) და სამგორში (+16%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g