LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები” – ჯანდაცვის მინისტრი

142
ზურაბ აზარაშვილი

2023 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ​განაცხადა.

„გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად, 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

​რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა დღის წესრიგში სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა.

„სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ., მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები