LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის” პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

163
Capture

ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის” პროექტების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ამის შემდეგ რის შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა.შინ მომავლისთვის” ჯილდო გადაეცათ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველებს, რომლებსაც მრავალწლიანი ემიგრაციის პირობებშიც არასოდეს დაუკარგავთ საქართველოსთან კავშირი და დღესაც, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ალექსანდრე რაქვიაშვილი; მეცნიერი და ლუნდის უნივერსიტეტის დოქტორი, ზაალ კოკაია; ექიმი თორნიკე სოლოღაშვილი, ექიმი და გინესის რეკორდსმენი დავით მრელაშვილი; ემიგრანტი, ქართულ-ამერიკული პროექტის „შინ” ავტორი მაკა ქობალია; სოფო ჯაჯანაშვილი და ზურაბ ქათამაძე დაჯილდოვდნენ პროექტისთვის „სფიჩი”; ასევე, მარიტა დამენია-არტგალერეა MADATART-ის დამფუძნებელი.

ორგანიზაცია „შინ მომავლისთვის” წარმოადგენს საჯარო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომლის მიზანიც ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g