“მთავარი არხის” გადაცემა “მთავარი დიაგნოზის” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება ამავე გადაცემის წამყვანისა და ექიმის სოფო ჯაფარიძის ფოტო.
როგორც ირკვევა, სოფო ჯაფარიძე გადაღების დროს შეუძლოდ გახდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.
“სოფო ორი დღეა გადასხმებს იკეთებს და გადაღების დროს ბოლოს დაეცა …
ჩვენი მაგარი გოგო ეხლა უკვე კარგად არის”,- ნათქვამია “მთავარი დიაგნოზის” პოსტში.
ცნობისთვის, სოფო ჯაფარიძე მედგიდის ერთ-ერთი დამფუძნებლი და ასევე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია.