LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჯაფარიძე: „დღეს მიხეილ სააკაშვილი ოთხ კედელში გამომწყვდეული ჰყავს რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს“

122
სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილი

„დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა“ – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო არ ჩამოსულა გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან.

მისივე თქმით საქართველო იყო სამაგალითო მთელი მსოფლიოსთვის, წარმატებული, რეფორმატორი ქვეყანა.

ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს:

„დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ადამიანმა, რომელმაც სრულიად უიმედოდ დარჩენილი, გულაცრუებული, საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები საქართველოში, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნა და არა მხოლოდ დააბრუნა, მან ისინი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართო. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო არ ჩამოსულა ისეთი რეიტინგული, გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან და სულ საამაყო, სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის საქართველო, წარმატებული, რეფორმატორი ქვეყანა. საქართველო, როგორც ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ყველაზე წარმატებით ებრძოდა ხელისუფლება კორუფციას და ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დღეს ეს ადამიანი ოთხ კედელში გამომწყვდეული ჰყავს რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ქალაქში ჩვენი კოალიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართეს წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ჰქვია ძალის გამოღვიძება და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს სწორედ გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიხსნით რუსეთის მარწუხებისგან. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით გავხდით ევროკავშირის ნაწილს და მივიღებთ იმ სიკეთეებს, რასაც იმსახურებენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები. მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, სამუშო ადგილები, ჩვენს სტუდენტებს აღარ ექნებათ იმაზე ფიქრის და ნერვიულობის დრო, რომ თუ როგორ იქირაონ ბინები, როდესაც ისინი გახდებიან სტუდენტები“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები