LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მრავალი წლის წინ 53-ე სკოლის ბუფეტში გავიცანი და მას შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ერთი დღე არ ყოფილა თამუნას გარეშე…დღეს შენი დაბადების დღეა და იმდენი რამის თქმა მინდა. მიყვარხარ და მენატრები“ – სოფო ჯაფარიძის ემოციური პოსტი თამუნა ბაღდავაძეზე

633
2025-05-08_01-21-23_915394

სოფო ჯაფარიძე პიარის ცნობილი სპეციალისტის, თეონა ბაღდავაძის გარდაცვლილ დასთან, თამუნა ბაღდავაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

სოფო თავის ბავშვობის მეგობარზე საოცარი სიტყვებით საუბრობს და მას იმიერში დაბადების დღეს ულოცავს.

„მრავალი წლის წინ 53 სკოლის ბუფეტში გავიცანი…შემოფრიალდა და გამაცნო ჩვენმა საერთო მეგობარმა. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო. ლურჯი კაბა და თეთრი კეტები ეცვა…. კარგად მახსოვს, შემოფრიალდა სიკეთით სავსე და მას შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ერთი დღე არ ყოფილა თამუნას გარეშე…

ერთად გავიარეთ სკოლის მთელი პერიოდი, მერე მე სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ის თსუ-ში, მაგრამ ყველას ჩვენი ჯგუფელი ეგონა. დილით რომ მოვიდოდა, ბოლომდე ჩვენს ლექციებს ესწრებოდა. ყველაფერი ერთად გავიარეთ, ზაფხულში ჩემთან იყო კოჯორში, როგორც ციცუკას და ვახტანგი ბაბუს მეოთხე შვილიშვილი. ერთი დღით თუ გავუშვებდით წავკისში მის სახლში, ჩემს ოჯახში ცქმუტავდა დიდი და პატარა, როდის დაბრუნდება თამუნაო. გავიზარდეთ და გახდა ჩემი მაკონტროლებელი. სულ მეჩხუბებოდა, შენ და ჩემი და თეონა უმართავები ხართ, სულ თქვენზე ვნერვიულობო. არავინ მყოლია მასზე დიდი გულშემატკივარი.

კოვიდის (მედ გიდის) დროს, რომ იგებდა პაციენტთან მივდიოდი, იმიტომ, რომ სასწრაფო ვერ მიდიოდა და მე უნდა ჩამესვა მანქანაში და წამეყვანა კლინიკაში, მირეკავდა და ტიროდა რა ბედნიერებაა რომ შეიძლება ამდენი ადამიანი გადარჩეს, მაგრამ მე შენზე ვნერვიულობო.

ამ რთულ პროცესებში, აქციების დროს, როდესაც წინა ხაზზე მიწევს ხოლმე დგომა, ერთადერთი, მაგ დროს რაზეც მეფიქრება, რას მიზამდა, როგორ ინერვიულებდა თამუნა, ეს რომ ენახა.

ჩემი გოგო 9 ივლისს გაგვიფრინდა. დამიტოვა ლიზა, ჩემი ნათლული..
თამუ, დღეს შენი დაბადების დღეა, რომელსაც ასე ელოდი ხოლმე მთელი წელი. ხან ჩემთან ვიხდიდით, ხან მასთან. ორივე ოჯახი მისი იყო. დედაჩემი თამუნას დაბადების დღისთვის უფრო ემზადებოდა ხოლმე, ვიდრე ჩემი. იმდენი რაღაცის მოყოლა მინდა, იმდენი ტკბილი დღე, თვე, წელი გვაქვს ერთად გატარებული, წიგნის დაწერა მომიწევს.

თამუ, მიყვარხარ! მენატრები! როცა შევხვდებით, არ გამიბრაზდე, რომ ვერ ვითვალისწინებ შენს მუდმივ დარიგებას (ფრთხილად იყავი სოფო, გთხოვ!) შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ და მე არაფრისაც არ მეშინია! შენ საყვარელ კოჯორში ეხლა ლიზა მყავს ხოლმე და იგივენაირად ვხარობთ მთელი ჩვენი დიდი ოჯახი ლიზას ჩვენთან ყოფნით, როგორც ვხარობდით შენი ჩვენთან ყოფნის დროს. კაბინეტში ერთადერთი, შენი სურათი მიდევს და როგორც სიცოცხლეში ახერხებდი – დაგინახავდი თუ არა, რომ კარგ ხასიათზე ვდგებოდი, სურათიდანაც კი ახერხებ შეგხედო და მივხვდე, რომ ჩემთან ხარ, შესაბამისად კარგად ვარ!
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! უსასრულოდ…“, – წერს სოფო ჯაფარიძე.

ვიდეო: „ეკლესიაში შევედი, უცებ ისე ვხაოდი დაცვა შემოვარდა და ექიმი მოიყვანა, მაშინ მივხვდი რომ ჩვეულებრივი ადამიანი აღარ ვიყავი” – თეონა ბაღდავაძე დის გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g