მოძრაობა „ბალდის კანიონის გადასარჩენად“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუწოდებს, მოძრაობის წევრებს საჯარო ფორმატში შეხვდეს.
მოძრაობა მიმართვას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტული ზომების მიღება მოუწევთ:
„ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი ქვეუწყება, დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ დრომდე არ გამოხმაურებიან, მოსახლეობა ორი დღის ვადას ვაძლევთ, რა დროშიც უნდა გვითხრან პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს მინისტრი ჩვენთან შეხვედრას.
შეხვედრა საჯარო ფორმატში, შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს კონკრეტული ზომების მიღება“, – წერია მოძრაობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ბოლო დღეების განმავლობაში, სოფელ ბალდაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის…
Posted by ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024
შეგახსენებთ, სოფელი ბალდის მოსახლეობა ბალდის კანიონის გაიჯარების გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მას უკანონოს უწოდებს. უკვე 9 თვეა, სოფელ ბალდის მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში, საპროტესტო კარავში მორიგეობს და კანიონის ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებს.
მოსახლეობა ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.