LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა,“ – ეკა კვესიტაძე გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება

978
ეკა-კვესიტაძე

„ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ეკა კვესიტაძე წერს.

მისი თქმით, ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ფაილებში მისი საუბრებიცაა გამოქვეყნებული.

„ორი წლის წინ მთვრალი იაკობი მირეკავდა ხოლმე (ალბათ, არა მხოლოდ მე ) და საპატრიარქოს შიდა ამბებს მიყვებოდა – მათ შორის იმას, რომ შიო რუსეთის კაცია და ერთხელ კინაღამ სცემა.

არასდროს მიკადრია მისი ფარულად ჩაწერა, რადგან ეთიკის დაცვა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, იაკობისნაირებთანაც კი. ხოდა, ეს საუბრებიც არის გამოქვეყნებულ მასალებში,“ – წერს ეკა კვესიტაძე „ფეისბუკში“.

ცნობისთვის, ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

magti 5g