LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური და უნიკალური ყავის საწარმო თბილისში – „მეამა“ გაიხსნა

2127
86466280-1076361592696710-6304908464636297216-n

თბილისში ორიგინალური ყავის ქარხანა გაიხსნა. „მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქული ყავა, რომელიც გემოს სრულად  შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

„მეამას“ ყავის ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და წარმოადგენს ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. შენობა ყურადღებას იქცევს თავისი განსხვავებული არქიტექტურით და ის 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა.

„მეამა“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და განსხვავებულ გამოცდილებას.  ამჟამად შექმნილია 15-ზე მეტი განსხვავებული ნაზავი (მათ შორის უკოფეინო), რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

პროდუქტები მზადდება პროფესიონალი ყავის ტექნოლოგების მიერ, რომლებმაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება. შედეგად  შექმნეს ინდივიდუალური რეცეპტები, რომლებიც „მეამას“ ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს მსოფლიო ბრენდი გახდეს და ქარხნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე პროდუქტები ექსპორტზე გაიტანოს.

„მეამაში“ ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g