LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორივე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა ფართო განხილვის საგანი არ ყოფილიყო: ქემოკლიძე IRI-ს კვლევებზე

66
კახაბერ ქემოკლიძე

“პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი.” – მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტიუტის (IRI) მიერ გამოქვეყებულ კვლევის შედეგებს აფასებს.

ქემოკლიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ კვლევის ერთ-ერთ ნაწილში, გახარიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობაა გამოხატული, პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი კი შეგნებულად იყო ნაკლებად აქცენტირებული:

“მინდა გაგიზიაროთ ჩემი დაკვირვება IRI-ის გუშინდელი კვლევის პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ კვლევის იმ ნაწილს, სადაც გახარიას, როგორც პოლიტიკური ლიდერის მიმართ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი ნდობაა გამოხატული.

საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა – ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი (პოლიტიკური ფიგურების პერსონალური რეიტინგი) იყო შეგნებულად ნაკლებად აქცენტირებული.

პოლიტიკურ კონტექსტში, გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა არ ყოფილიყო ფართო განხილვის საგანი.

ეს ტენდენცია პირდაპირპროპორციულად აისახა ამავე კვლევით ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებში.
P.S. შეგნებულად არ ვასახელებ კონკრეტულ ტელევიზიებს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება შესაბამის დასკვნებს თავად გააკეთებს.” – წერს ქემოკლიძე.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გუშინ წარადგინა.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები