LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს… მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

153
ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა.

გიული ალასანია გონების დაკარგვას მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არსებულ მომწამვლელ ნივთიერებებს უკავშირებს.

„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს. მერე ბადრაგები შემოვიდნენ, ძლივს, როგორ იქნა ამ სიმაღლე ადამიანი აიყვანეს, დავაწვინეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ განმეორდა და გონება მეორედ დაკარგა. მე იქ ვიყავი, იქით მხრიდან ექთანი იდგა, მოვახერხე ის, რომ თავი დავუჭირე იმიტომ, რომ გაიშხლართა, მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო.

ყველაფერს ერთად ვუკავშირებ. პირველ რიგში, ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანი მოწამლულია და მძიმე მეტალები ისევ მის ორგანიზმშია და თავის მოქმედებას აგრძელებს. თვითონ კვების პრობლემაც არის მაგასთან დაკავშირებული. მორიგე ექიმიც იქ იყო, რა თქმა უნდა, ნახა, ძალიან ყურადღებიანი ქალბატონია. ექთანიც და ყველა ძალიან ყურადღებიანია, ბადრაგებიც გულისხმიერები არიან“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g