ყოფილი პირველი ლედი გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე მერიის მიერ მოწყობილ საახალწლო განათებას აკრიტიკებს.
ჩიჩუა სოციალურ ქსელში წერს:
„ჩვენი ქვეყნის სოციალურ და ეკონომიურ სიდუხჭირეზე არაფერს ვიტყვი, ემპატია მაინც არ არსებობს და უცხოა ამ ხელისუფლებისთვის, ბავშვებს რომლებსაც ნამცხვარი ენატრებათ არც მათზე ვილაპარაკებ, მეგობარ ქვეყანაში რომ უდანაშაულო ხალხი იღუპება და ქართველი გმირები იქ იცავენ სიცოცხლის ფასად ჩვენს მართლაც მშვიდობას ეგეც მიუღებელი თემაა ამ მთავრობისთვის, მაგრამ ის მაინც ხომ უნდოდათ რომ ლამაზი და შთამბეჭდავი ყოფილიყო რუსთაველი… ორჯერ მოვხვდი უკვე მანდ და ამ უგემოვნო, ყველა ფორმის და ფერის განათებით გამოტენილი ამსიგრძე გამზირი თავბრუსხვევას და გულისრევას იწვევს პირდაპირი მნიშვნელობით … ვინ გირჩიათ“. – წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 9 დეკემბერს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.