LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორმაგად მძიმე ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, დასკვნის სიმძიმე – მეორე მხრივ, კიდევ უფრო დამამძიმებელია „ოცნების“ რეაქცია“ – შარაშიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

133
გიორგი შარაშიძე

„ნაცვლად იმისა, რომ ეს დასკვნა გამოეყენებინათ, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გარკვეული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ვხედავთ აბსურდულ განცხადებებს, რომ თითქოს ვიღაცას აქეთ ასწავლიან დემოკრატიას“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„სრული ბოდვაა, დასრულდა დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები და თავჩაღუნულები იღებდნენ გადაწყვეტილებას… ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს“ – კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

შარაშიძემ ჟურნალისტებთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებული ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ დასკვნაში მოულოდნელი და ახალი არაფერი იყო:

„ორმაგად მძიმე ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, დასკვნის სიმძიმე, რაც ძალიან მძიმე რეალობაში გვაყენებს ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტებზე ჩვენ და საზოგადოება უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. შეიძლება ითქვას, რომ ახალი და მოულოდნელი ამ დასკვნაში არაფერია. მეორე მხრივ, კიდევ უფრო დამამძიმებელია „ოცნების” რეაქცია. ნაცვლად იმისა, რომ ეს დასკვნა გამოეყენებინათ, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გარკვეული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ვხედავთ აბსურდულ განცხადებებს, რომ თითქოს ვიღაცას აქეთ ასწავლიან დემოკრატიას. ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცნობილი განცხადება, რომ ევროპასაც კი გავაკვირვებთო ისეთი დემოკრატია გვექნებაო. ფაქტობრივად, რამდენადაც არაადეკვატურია ეს განცხადება, იმდენად არაადეკვატურია დღევანდელი „ოცნება”. მძიმე რეალობაა ორი რამის გამო – თავად ამ დასკვნაში მოტანილი ფაქტების გამო და „ოცნების” რეაქცია კიდევ უფრო მძიმე რეალობას აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას”, – განაცხადა შარაშიძემ.

შარაშიძემ ისაუბრა გუშინ ბრიუსელში მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე:

„ევროკავშირს ჩვენგან უნდა ერთადერთი რამ: გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატის სტატუსი აქვს ჩვენს ქვეყანას, უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ვალდებულებები და დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. როდესაც საქართველო სრულიად საპირისპიროს აკეთებს, ზურგს აქცევს ევროპას და არა თუ სტანდარტებს უახლოვდება, არამედ დემოკრატიის განვითარების ნაცვლად ავტორიტარიზმს ავითარებს, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ისმის ასეთი არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ უკიდურეს ნაბიჯებზე მიდიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

რატომ მიდიან ამ უკიდურეს ნაბიჯებზე? იმიტომ, რომ „ოცნებამ” არ დაუტოვა მათ სხვა გზა, რადგან ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ რამდენი შანსი მისცეს „ოცნებას“ და მეტსაც გეტყვით – დღესაც აძლევენ. აბა თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციაში მოწოდება დიალოგისკენ? მიუხედავად ყველაფრისა, რატომ არის „მოსკოვის მექანიზმში” მოწოდება დიალოგისკენ? და ამას ასრულებს „ოცნება”? თავად აქვს რაიმე ტიპის რესურსი ან შიდა დიალოგის, ან საგარეო დიალოგის? აი ეს არის მთავარი პრობლემა”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის

თენგიზ შარმანაშვილი: „კაია კალასი საქართველოსთვის რამე კარგს რომ არ გააკეთებს, ვიცით, მაგრამ მისი ძალისხმევა უკვე სასაცილო ხდება – თუ ასე გინდათ, ჩემს დიპპასპორტს გაჩუქებთ, საერთოდ არ მჭირდება“

magti 5g