LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია, მაგრამ დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა” – ექსპერტიზის დასკვნა

451
Untitled design (1)

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია.

“მე მოვკალი, მაგრამ განზრახ არ მინდოდა” – ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის აღიარება

ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა.

სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის გაცემული.

აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა.

ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატის, მევლუდ ჯანჯღავას განმარტებით, ეს დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაძლოა, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენოს.

“შეზღუდული შერაცხადი არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დანაშაული ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის იმ სტანდარტზე, რომელზეც ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკაა, თუმცა ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება”, – განაცხადა ჯანჯღავამ.

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

შეგახსენებთ, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: IPN

magti 5g