LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსული მეგან ფოქსი კოლსონ ბეიკერს დაშორდა – ცნობილია მიზეზი

109
page

მეგან ფოქსი, რომელიც საქმროსგან, კოლსონ ბეიკერისგან შვილს ელოდება, მას დაშორდა. ამის მიზეზი კოლსონის მხრიდან მისი „ღალატია“. წყაროს ცნობით, ორსული მეგანი დაიღალა ინფანტილური ურთიერთობით და გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას ყველაფერს.

„ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. კოლსონი უამრავ გოგოს წერდა და თუ მას მეგანისთვის ფიზიკურად არ უღალატია, ფოქსისთვის ეს ემოციური ღალატია. ის დაიღალა ინფანტილური ურთიერთობებისგან და გადაწყვიტა, წერტილი დაუსვას ყველაფერს. ახლა მისთვის მთავარი პრიორიტეტი მისი მომავალი ბავშვია და ის მზადაა ის მარტო აღზარდოს“, – წერს წყარო.

შეგახსენებთ, გასულ წელს წყვილი უკვე იყო დაშორებული. მედია აქტიურად წერდა იმის შესახებ, რომ ბეიკერმა მეგანს მუსიკოსთან, სოფი ლოიდთან უღალატა.

ორსული მეგან ფოქსი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გამჭვირვალე სამოსით გამოჩნდა

ორსული მეგან ფოქსი და კოლსონ ბეიკერი ფსიქოთერაპევტს აქტიურად სტუმრობენ – რას ჰყვება ინსაიდერი

კვლავ ერთად – მეგან ფოქსი საყვარელი მამაკაცის იუბილეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები