LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ბიონსემ შიშველმა იპოზიორა (ფოტოები)

64

გუშინ მსოფლიო მედია სასიხარულო ამბავმა მოიცვა: ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ბიონსე ორსულად არის და სულ მალე ის ტყუპების დედა გახდება. ფოტომ, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გაავრცელა, რეკორდული გახდა და ყველაზე მეტი „მოწონება“ დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც ქსელში მისი შიშველი ფოტოები გავრცელდა, ბიონსესთან და ჯეი-ზისთან დაახლოებულმა წყარომ ტყუპების სქესი გაამხილა. „ვარსკვლავებმა მამრობითი და მდედრობითი სქესის ემბრიონი აარჩიეს. ეს გადაწყვეტილება არ იყო მარტივი, ისევე როგორც, ზოგადად ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება“ – განაცხადა ინსაიდერმა და დაამატა, რომ ამ ბავშვებმა მუსიკოსების ქორწინება, რომელიც დანგრევის პირას იყო, გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ჯეი-ზის დიდი ხნის განმავლობაში სურდა კიდევ ერთი შვილი, თუმცა სანამ ექიმების დახმარებას არ მიმართეს, ეს ყველაფერი სისრულეში ვერ მოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები