ბლექ ჩაინამ ორსულობის გამო უკვე მოიმატა 9 კგ-ზე მეტი, ამის შესახებ რობ კარდაშიანის 28 წლის საცოლემ „ინსტაგრამზე“ მიმდევრებს აცნობა.
ბლექ ჩაინას ორსულობამდეც მრგვალი ფორმები ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც მაიამიში ეგზოტიკურ მოცეკვავედ მუშაობდა. თუმცა, როდესაც მისი ფორმები საგრძნობლად შეიცვალა და ზომებმაც ყოველგვარ ნორმას გადააჭარბა, ჩაინამ აღიარა, რომ რობ კარდაშიანისგან იყო ორსულად.
წონაში მკვეთრად მატება კარდაშიანის საცოლეს სულაც არ აღელვებს და ძველებურად თამამი სამოსით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის.