LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ ძმის არჩევანი მოსწონს (ფოტო)

143

მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია რობ კარდაშიანისა და და ბლეკ ჩაინას ნიშნობის შესახებ, მედია აქტიურად წერდა კარდაშიანების ოჯახის პროტესტზე. ოჯახის არც ერთმა წევრმა ოფიციალურად წყვილს არ მიულოცა, რამაც გააღვივა ეჭვი, რომ კარდაშიანები ძმის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან. პირველი, ვინც ძმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კიმ კარდაშიანი იყო. მან ძმას სოციალური ქსელით მიულოცა, ამჯერად კი წყვილთან ერთად ბევერლი-ჰილზში გამოჩნდა.

პაპარაცების ობიექტივში მოხვდა რობ კარდაშიანის, ბლეკ ჩაინასა და კიმის ფოტები ბევერლი-ჰილზის რესტორანთან, სადაც მომავალი ოჯახის წევრებმა ერთად ისადილეს. ფოტოებიდან ჩანს, რომ მათ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. შეგახსენებთ, რომ კარდაშიანების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბლეკ ჩაინა ადრე კაილი ჯენერის ბოიფრენდზე, Tyga-ზე იყო დანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები