სერიალის „გვირგვინი“ ახალი სეზონი წელს ყველაზე განხილვადი თემა გახდა, რადგან ის პრინცესა დაიანას ეძღვნება. ახალმა სეზონმა უდიდესი დარტყმა მიაყენა პრინც ჩარლზსა და მთლიანად სამეფო ოჯახს, რადგან ზედაპირზე ამოტივტივდა აქამდე უცნობი ფაქტები, რომელსაც ბრიტანელი მონარქები საგულდაგულოდ მავლავდნენ. მაგალითად ის, რომ პრინცესა დაიანა ბულინგის მსხვერპლი იყო. ყოველ დღე ლეიდი დის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ახალ სეზონს საფუძვლად დაედო ენდრიუ მორტონის ბიოგრაფიული წიგნი დაიანაზე. ცნობილმა ჟურნალისტმა წიგნი პრინცესასთან ჩაწერილი არაერთი ინტერვიუს საფუძველზე დაწერა.

ყველაზე შოკისმომგვრელი კი გახდა ერთი ახალი დეტალი. გაირკვა, რომ პრინც უილიამზე ორსულმა დაიანამ თვითმკვლელობა ცადა. მან დეტალუად გაიხსენა ორსულობის პირველი ტრიმესტრი, როდესაც ტოქსიკოზის მძიმე ფორმების გამო დეპრესიაში ჩავარდა. დაიანას განცხადებით, ის გამუდმებით ცუდად ხდებოდა, გული მისდიოდა, სამეფო ოჯახი კი მას უბრალოდ ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელაც დიანა კიბეებზე განზრახ დაეცა და ამით ყურადღების მიქცევა სცადაა. პრინცმა ჩარლზმა კი კარი მიიხურა და სათხილამუროდ გაემგზავრა. პრინცესა ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ უილიამზე ფეხმძიმემ თვითმკვლელობა არაერთხელ სცადა.

