დაახლოებით ერთი თვის წინ, ბიონსემ თავის თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ მალე ტყუპების დედა გახდება. ექიმებმა მას ყველანაირი აქტივობა აუკრძალეს, ამის გამო მან ფესტივალ „კოაჩელაზე“ გამოსვლაც გადადო.
თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა აღიარა, რომ საკმაოდ მძიმე ორსულობა აქვს, რადგან აღარ არის ძველებურად ენერგიული. ინსაიდერების თქმით კი, პოპ-დივას უმკაცრესი დიეტის დაცვა უწევს და ის ცდილობს, მუდმივად წონაზე არ იფიქროს.
რაც შეეხება ჯეი-ზის, ის მოხარულია, რომ მალე მათი ოჯახი გაიზრდება: „რეპერი ცდილობს, საყვარელ ცოლ-შვილს არაფერი მოაკლოს. ორსულ მეუღლეს კი ყველა სურვილს უსრულებს“, – აცხადებენ წყვილთან დაახლოებული ინფორმატორები.