ორთაჭალაში გზაზე მომავალ ავტომობილს ხე დაეცა. როგორც ცნობილია, ხე წაიქცა იმ დროს, როდესაც გზაზე მანქანები მოძრაობდნენ.
ავტომანქანაში ფეხმძიმე ქალი და მისი მეუღლე ისხდნენ. დაზიანებულია ავტომობილი, ხოლო ცოლ-ქმარი არ დაშავებულა.
ხის წაქცევის გამო, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.