LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოსკარ დე ლა რენტას” კაბა და უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი – ჯეფ ბეზოსს კოსმოდრომზე მეგობარი გოგონა და ოჯახის წევრები დახვდნენ

373
Jeff Bezos

მედიის წარმომადგენლებს სულაც არ გასჭირვებიათ უზარმაზარი ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის დანახვა 51 წლის ლორენ სანჩესის თითზე. ცხადია, ეს გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ სანჩესი პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის მეგობარი ქალი და მომავალი მეუღლეა.

82 წლის უოლი ფანკი: კოსმოსში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი

ლორენი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სუბორბიტალური ფრენიდან დაბრუნებულ ბეზოსს გადაეხვია. ისტორიულ დღეს ქალბატონს ოსკარ დე ლა რენტას 2600 აშშ დოლარად შეფასებული თეთრი კაბა და ძვირფასი ჩექმა ეცვა.

ლორენ სანჩესთან ერთად კოსმოდრომზე იმყოფებოდა ჯეფ ბეზოსის დედა, ჟაკლინიც, ისევე როგორც ჯეფ ბეზოსის შვილები, რომლებიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

„ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო“ – განაცხადა 57 წლის მილიარდერმა პლანეტაზე დაბრუნებისთანავე.

გუშინ, 20 ივლისს ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის ხომალდმა New Shepard ისტორიაში პირველი სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ბორტზე კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მისი ძმა მარკი, 18 წლის სტუდენტი ოლივერ დეიმენი და 82 წლის უოლი ფანკი იმყოფებოდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g