LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

82 წლის უოლი ფანკი: კოსმოსში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი

63
imedinews-30

გუშინ ამერიკელმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა თავის თანამგზავრებთან ერთად „ბლუ ორიჯინის“ რაკეტით წარმატებული სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ბეზოსის თანამგზავრებს შორის ნამდვილად გამორჩეულია 82 წლის ქალბატონი, უოლი ფანკი, რომელმაც ფრენის შემდეგ თავისი შთაბეჭდილებები მედიას სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაუზიარა.

82 წლის ქალბატონის განცხადებით, რომელიც უხუცესი ადამიანია მათ შორის, ვისაც ოდესმე პლანეტა დაუტოვებია, ეს ფრენა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო. ფანკის თქმით პირველი, რაც დედამიწის დატოვებისთანავე დაინახა, სიბნელე იყო.

„თავს ჩინებულად ვგრძნობდი. ერთადერთი რაც მინდოდა ის იყო, რომ ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავდიოდი მომზადებას კოსმოსში გასაფრენად და როგორც იქნა, ეს დღეც დადგა. ძალიან ბედნიერი ვარ და თუ შანსი კიდევ მომეცემა, კიდევ დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებ კოსმოსში.“- განაცხადა ქალბატონმა ფანკმა.

ბუნებრივია, მას მხედველობიდან არც ის ადამიანი გამორჩენია, ვინც ცხოვრების ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა. „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჯეფ ბეზოსს, რომელმაც ეს შესაძლებლობა მომცა“ – განაცხადა მან.

გუშინ, 20 ივლისს ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის ხომალდმა New Shepard ისტორიაში პირველი სუბორბიტალური ფრენა განახორციელა. ბორტზე კომპანიის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მისი ძმა მარკი, 18 წლის სტუდენტი ოლივერ დეიმენი და უოლი ფანკი იმყოფებოდნენ.

ბილეთი 28 მილიონ დოლარად – დღეს ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაფრინდება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები