LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ რიგით 92-ე დაჯილდოების გამარჯვებული მუსიკოსები

211
elton-john-oscar-win

კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ რიგით 92-ე ცერემონიამ ტრადიციულად, დიდი ვნებათაღელვით ჩაიარა,  სხვა ნომინაციებთან ერთად, დასახელდნენ გამარჯვებული მუსიკოსებიც.

საუკეთესო მუსიკალური თემის შექმნისთვის ჯილდო ისლანდიელმა კომპოზიტორმა, ჰილდურ გუდნადოტირმა დაიმსახურა, რომელმაც კომპოზიცია „ჯოკერისთვის“ დაწერა. აღნიშნულ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ: ალექსანდრ დესპლა,  რენდი და ტომას ნიუმენები და ჯონ უილიამსი.

რაც შეეხება ფილმისთვის შექმნილ საუკეთესო სიმღერას, აღნიშნულ ნომინაციაში ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა გაიმარჯვა, რომელმაც კომპოზიცია Love Me Again, თავისი ბიოგრაფიული ფილმისთვის Rocketman შექმნა.

აღნიშნული კომპოიცია არტისტმა ცერემონიაზეც შეასრულა და საზოგადოების აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები