LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარის“ ტრიუმფატორი 5 ფილმი, რომელსაც საქართველოს კინოთეატრებში ნახავთ (ვიდეო)

738
oscarsmovies

დღეს დილით ლოს-ანჯელესში „ოსკარის“ რიგით 91-ე ცერემონია დასრულდა. წლის ფილმად პიტერ ფარელის „მწევანე წიგნი“ დასახელდა. მთავარი როლებისთვის ქალისა და მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ ოლივია კოლმანმა და რამი მალეკმა გადაინაწილეს. მეორეხარისხოვანი როლებისთვის კი, ჯილდო რეჯინა ქინგმა და მაჰერშალა ალიმ მიიღეს.

„ფორტუნამ“ შეარჩია 5 ფილმი წლევანდელი „ოსკარის“ გამარჯვებულთა სიიდან, რომელსაც საქართველოს კინოთეატრებში ნახავთ.

მწვანე წიგნი            

პიტერ ფარელის ფილმი წლის ფილმის” ნომინაციაში გამარჯვებულად ჯულია რობერთსმა დაასახელა. ფილმმა „ოსკარის“ 3 ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო ორიგინალური სცენარი, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი, მაჰერშალა ალი და თავად წლის ფილმი.

ბოემური რაფსოდია

წლის მთავრი მუსიკალური ფილმი საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე დაპრემიერდა და მისი წარმდგენი რადიო „ფორტუნა“ გახლდათ. ფილმმა, რომლის ნახვაც „კავეა ისთ ფოინთსა“ და „კავეა გალერიაში“ შეგიძლიათნ „ოსკარი“ 4 ნომინაციაში მიიღო. წლის მსახიობი მამაკაცი რამი მალეკი გახდა, ასევე ფილმი მონტაჟისთვის, ხმის საუკეთესო მიქსინგისთვის და ხმის საკეთესო მონტაჟისთვის დააჯილდოვეს.

ფავორიტი

იორგოს ლანთიმოსის ფილმი „ფავორიტი“ წელს „ოსკარზეც“ გაბწრყინდა. ოლივია კოლმანმა წლის მსახიობი ქალის ნომინაციაში  გლენ ქლოუზი და ლეიდი გაგა ჩამოიტოვა. ფილმის ნახვა ქართველ მაყურებელს კინოთეატრ „ამირანში“ შეუძლია.

სპაიდერმენი: სამყაროს მიღმა

ანიმაციურმა ფილმმა ამ ჟანრში მთავარი „ოსკარი“, წლის ანიმაციური ფილმის ჯილდო მიიღო და „ოსკარების“ ისტორიაში საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა.

ვიცეპრეზიდენტი

წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფილმი, რომელიც მთავარ ნომინაციებშიც იყო წარდგენილი, ჯამში მხოლოდ 2 „ოსკარს“ დასჯერდა. ადამ მაქეის ფილმმა კრისტიან ბეილისა და ემი ადამსის მონაწილეობით, „ოსკარი“ გრიმისა და ვარცხნილობისთვის მიიღო. საინტერესოა, რომ ბეილი და ადამსი, ასევე ნომინანტთა სიაში იყვენენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g