LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ ჩემი გული გაიტაცე“ – რამი მალეკის ემოციური გამოსვლა „ოსკარზე“ (ვიდეო)

837
rami-malek

წელს ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, რომ „ოსკარს“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ეგვიპტელი მსახიობი რამი მალეკი აიღებდა. ფრედი მერკურის როლის შესრულებისთვის მალეკმა ყველა პრესტიჟული ჯილდო მიიღო და „ოსკარმაც“ არ დააყოვნა. მალეკი ცერემონიაზე შეყვარებულთან, ლუსი ბოინტოთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ ლუსიმ გაიზიარია მის პირველი სიხარული, როდესაც გამარჯებულად მალეკი გამოცხადდა.

სცენაზე ასულმა კი პირველი „ოსკარისთვის“ მადლობა მშობლებს გადაუხადა. მალეკმა ბევრი ისაუბრა ემიგრანტებზე, რადგან მისი მშობლები ამერიკაში ჩასული ემიგრანტების პირველი თაობაა. სამადლობელ სიტყვაში მალეკმა მოიხსენია ფრედი მერკური, Queen-ის წევრები, გადამღები ჯგუფი და მეგობრები. განსაკუთრებული მადლობა კი შეყვარებულს, ლუსი ბოინტონს გადაუხადა, რომელი სწორედ ამ ფილმის გადაღებებზე გაიცნო. „ლუსი, შენ ჩემი გული გაიტაცე“, – ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა რამი მალეკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები