ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს მფლობელი მსახიობი, ბრი ლარსონი ფოტოგრაფებმა ტოკიოს აეროპორტში გადაიღეს. მსახიობი კომფორტულად გამოიყურებოდა ჯინსის შარვალსა და Elie Saab-ის ზედატანში, რომლის შეძენაც ინტერნეტში 1710 ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი. ლარსონი არ მორიდებია ცნობისმოყვარე ჟურნალსტებს, მაშინ როცა ისინი მსახიობის გადაღებას ყველა რაკურსით ცდილობდნენ. ეს იმის მიუხედავად, რომ ბრის არ ჰქონდა მაკიაჟი და განსაკუთრებული ვარცხნილობა.
ბრი ლარსონი იაპონიაშ მორიგი ფილმის გადაღებებზე ჩავიდა.