LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსკაროსანი გოგონები: ბრი ლარსონი და ალისია ვიკანდერი

168

წელს ოსკარების დაჯილდოების უდავო ფავორიტი იყო მსახიობი ბრი ლარსონი, რომელსაც „ოსკარი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა. შეიძლება ითქვას, რომ წელს ლარსონს კონკურენტი არ ჰყავდა. ფილმში „ოთახი“ შესრულებული როლისთვის ის „ოქროს გლობუსის“, BAFTA-სა და კრიტიკოსტა გილდიის ჯილდოს მფლობელი გახდა. ქალის საუკეთესო როლისთვის წელს ბრი ლარსონთან ერთად ნომინირებულები იყვნენ შარლოტა რემპლინგი, ქეით ბლანშეტი, საიროს რონანი და ჯენიფერ ლოურენსი.

რაც შეეხება  ოსკარს ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის, აქ აზრი ორად იყოფოდა. „ოქროს გლობუსი“ ამავე კატეგორიაში ქეით უინსლეტმა მიიღო „სტივ ჯობსში“ შესრულებული როლისთვის, კრიტიკოსთა გილდიის პრიზი კი, ალისია ვიკანდერმა. სწორედ ამ უკანასკნელს გადაეცა „ოსკარი“ ფილმიდან „გოგონა დანიიდან“. ბრი ლარსონი წითელ ხალიჩაზე ლურჯი საღამოს კაბით გამოჩნდა, ვიკანდერი კი მოდის კრიტიკოსებმა ბელის შეადარეს ცნობილი ანიმაციური ფილმიდან „ურჩხული და ლამაზმანი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g