წელს ბრიტანული ჯგუფი Queen ახლიდან დაბადებას ზეიმობს, რადგან ფილმმა „ბოჰემური რაფსოდია“ ლეგენდარული მუსიკა ხელმეორედ გააცოცხლა. ფილმში ფრედი მერკურის როლი ეგვიპტელმა მსახიობმა, რამი მალეკმა შეასრულა, Queen-ის სიმღერები კი თავიდან კანადელმა მუსიკოსმა, მარკ მარტელმა გადაამღერა. როგორც მოსალოდნელი იყო, მალეკი წლის მსახიობ მამაკაცად დაასახელეს. წელს „ოსკარის“ ცერემონიალი Queen-ისა და ადამ ლამბერტის ცეცხლოვანი პერფორმანსით გაიხსნა.
კოლექტივმა ჯერ ჰიტი We Will Rock You შეასრულა, შემდეგ კი, We Are the Champions. ორივე სიმღერის შესრულებისას მაყურებელი ფეხზე იდგა და აპლოდისმენტები არ ცხრებოდა.