LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოსლოში შეზღუდვები მკაცრდება – სკოლების ნაწილი კვლავ ონლაინსწავლებაზე გადადის

87
FORTUNA.GE- (1)

“ეჭვს გარეშეა, რომ ახლა პანდემიის მესამე ტალღაში ვიმყოფებით,” – ამის შესახებ ნორვეგიის დედაქალაქის მერმა რაიმონდ იოჰანსენმა განაცხადა. შესაბამისად, ოსლოში, პანდემიის გამო, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები წესდება. 

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები რჩება ღია, თუმცა დედაქალაქის იმ ნაწილში, სადაც ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, მოსწავლეები სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავლენ. 

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის, ბენტ ჰოის განცხადებით, ხელისუფლება გაატარებს უფრო მკაცრ ზომებს და დედაქალაქსა და 52 მუნიციპალიტეტში მაღაზიებისა და ღია რესტორნების ნაწილი დაიხურება.

ნორვეგიის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ შესაძლოა, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს, თუ ადგილობრივი ხელისუფლება კოვიდ-19-ის ახალი ტალღის შეკავებას ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკანდინავიის ამ ქვეყანამ ევროპაში ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეინარჩუნა, თუმცა ამ ეტაპზე, ე.წ. “ბრიტანული შტამით” ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ინფექციების უმეტესობა ბავშვებში გვხვდება.

ამ დროისთვის, მსოფლიო კოვიდრუკაზე ნორვეგია 93-ე ადგილს იკავებს. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 81 305 შემთხვევა და გარდაცვლილია 640 ადამიანი.

14 მარტის მონაცემებით, ორჯერადი დოზით უკვე ვაქცინირებულია 256 000-ზე მეტი მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g