ოსტინ ბატლერმა ემილი რატაიკოვსკისთან სასიყვარულო კავშირის შესახებ ჭორებს პასუხი გასცა.
სექტემბერში, 34 წლის მოდელი და 34 წლის მსახიობი ორჯერ შენიშნეს ერთად, რის შემდეგაც მათი რომანის შესახებ ხმები მალევე გავრცელდა.
ახლა კი ბატლერმა განმარტა, არიან თუ არა ისინი შეყვარებულები.
„პასუხი ძალიან მარტივია, ჩვენ მეგობრები ვართ. უბრალოდ ერთად ვივახშმეთ“, – აღნიშნა ოსტინმა Vanity Fair-თან ინტერვიუში.
ხვდება თუ არა „ელვისის“ ვარსკვლავი ვინმეს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, ახალი თაობის ყველაზე ლამაზ წყვილად წოდებული კაია გერბერი და ოსტინ ბატლერი ერთმანეთს დაშორდნენ. მოდელმა და მსახიობმა კავშირი სამწლიანი რომანის შემდეგ, 2024 წლის ბოლოს დაასრულა.
ფოტო/ვიდეო: მზერა და ქიმია – ზოე კრავიცი და ოსტინ ბატლერი ახალი ფილმის პრემიერაზე
ვისზე გაცვალა კაია გერბერმა ოსტინ ბატლერი – მოდელი ცნობილი მსახიობის შვილს ხვდება


