აქტივისტი და „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დრონმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და მისმა ჯგუფმა დრონის განეიტრალება მოახერხა.
ამ ფაქტზე უკვე საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
სუსი ქარელში ცეცხლსასროლი იარაღით დრონის ჩამოგდებას არ ადასტურებს
„ჩვენმა ჯგუფმა მოახერხა ამ დრონის განეიტრალება და ეს დრონი ჩამოვარდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტოტიაზე. ცოტა ხანში რუსებმა ატეხეს პანიკა, მალევე გამოცხადდა ჩვენი პოლიცია და წაგვართვა დრონი. საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ? ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?– წერს ქაცარავა.
დღეს დე ფაქტო ცხინვალის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი მიმართულებით უპილოტო საფრენ აპარატს ესროლეს, რაც მათ პროვოკაციად შეაფასეს.
მოგვიანებით კი, სუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის არ ჩამოუგდიათ, მეორე ასეთ აპარატს შეეჯახა, ორივე დაზიანდა და ჩამოვარდა.