LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ სპეცრაზმელები – მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, უბრალოდ ჯალათები არიან“ – დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

469
დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა და ე.წ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად ნაცემმა დავით ქაცარავამ ინგოროყვას კლინიკა დატოვა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, „ე.წ სპეცრაზმელები ბოლო ცემისას“, ახჩობდნენ, უსწორდებოდნენ სასტიკი მეთოდებით, რის შედეგადაც მას მხედველობა ჯერჯერობით ისევ არ აღდგენია.

ქაცარავა ამბობს, რომ გარკვეული პერიოდი სახის ძვლების აღდგენასაც დასჭირდება:

„შეგიძლიათ ნახოთ კისერზე, ჰემატომა, რომელიც გაწოვილია, მაგრამ დაფიქსირებული იყო ფოტოებზე. ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ბუნებრივია, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან.

დავით ქაცარავას მეუღლე: „აუცილებლად ვიბრძოლებთ, ეს არ არის ჩვეულებრივი ძალის გადამეტება – მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“

„დათო ძალიან მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა, როცა გამოჯანმრთელდება, ისევ ისე გააგრძელებს აქტიურობას.“

იყო მცდელობა ჩემი გაგუდვის, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო და ეს ხდებოდა იმ ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ. მაქვს მხედველობის პრობლემაც, ჯერჯერობით სრულად აღდგენილი არ არის და კარგა ხნის განმავლობაში კონტროლი დასჭირდება. სახის ძვლები დამტვრეულია და რაღაც პერიოდი აღდგენა დასჭირდება“. – აღნიშნა დავით ქაცარავამ.

"კისერზე ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები" | დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

"კისერზე ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები" | დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday 20 May 2024