LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ დანელია: სუბსიდირება კარგი არ არის. სუბსიდირება საჭიროა

56

სუბსიდირება კარგი არ არის. სუბსიდირება საჭიროა – ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა. მისი განმარტებით, ამ ორს შორის ძალიან მნიშვნელოვანი წყალგამყოფია.

”ადამიანებს უხარიათ, როდესაც ეხმარებიან იმაში, რასაც თვითონ ვერ გაწვდებოდნენ. მათთვის ეს ძალიან დიდი შვებაა. მიწები რომ იხვნება, ადგილობრივებს სტიმული უჩნდებათ. თუ ისინი სოფლიდან გასვლაზე ფიქრობდნენ, მათთვის ძალიან დიდი სტიმული ჩნდება, როდესაც დაფინანსებით მიიღებს სკას და ასე შემდეგ. რეგიონში ყველა ოჯახს შეუძლია აწარმოოს მეცხოველეობა, მოიყვანოს ვაზი, განვითარებული ჰქონდეს მეფუტკრეობა. სუბსიდირება არის სტიმულატორი”, – განმარტა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით სუბსიდირება სწორი არ არის, თუმცა არ არსებობს სახელმწიფო, სადაც სოფლის მეურნეობა არ სუბსიდირდება.

”ბევრ ქვეყანაში უარესები ხდება. ხშირ შემთხვევაში, ზედოზირებული სუბსიდირებებია. ეს ჩემთვის მისაღები არ არის. მთავარია, სუბსიდირება მუდმივი და არასწორი არ იყოს. ყველაზე რთული სუბსიდირებიდან გამოსვლაა. თუ ადამიანი მიეჩვევა, რომ მას კონკრეტული ოდენობის თანხას ვურიცხავთ, კონკრეტული პროდუქციის რეალიზებისთვის და შემდეგ ვეუბნებით, რომ ამ თანხას აღარ მივცემთ, ეს არის უფრო რთული. ამიტომ სადაც სუბსიდირება საჭირო არ არის, იქ არ უნდა შევიდეთ”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g