გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. კონკრეტულად რა საქმეზე დაიბარეს ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში და უკავშირდება თუ არა გამომძიებლების შეკითხვები ე.წ. სარდაფის ინციდენტს, ამ ეტაპზე უცნობია.
სავარაუდოდ, ფარცხალაძემ გამომძიებლებს ინფორმაცია სწორედ ე.წ. “ომეგა ჯგუფის” საქმესა და ე.წ. სარდაფის ინციდენტზე მიაწოდა.
ფარცხალაძემ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა ლევან ყიფიანმაც.