ჟურნალისტი ოთარ ქირია წერს საინტერესო ამბის შესახებ, რომელიც აფხაზეთში განვითარდა. მისი მონათხრობით ირკვევა, როგორი ძალისხმევა დასჭირდა ქართულ მხარეს, რომ ინსულტიანი პაციენტი ე.წ. საზღვარზე სამკურნალოდ გადმოეშვათ.
,,არაერთხელ მომისმენია – რატომ ვაფინანსებთ აფხაზეთის მთავრობას, ხომ ბუტაფორიაა და ა.შ.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეწინააღდეგებოდი ამ “პოზიციას”… თუმცა არც მთლად ისე არგუმენტირებულად.
და დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სწორად ვეწინააღდეგებოდი და ძალიან დიდი არგუმენტიც მაქვს. ზოგიერთი არა უბრალოდ მუშაობს აფხაზეთის მთავრობაში, არამედ გმირობს ყოველდღე! ყოველდღე!!!
48 საათი არაა გასული, რაც სიკვდილს და სეპარატისტების არაადამიანურობას, ხელიდან გამოგლიჯეს ადამიანი…
ისტორია ასეთაია:
პაციენტი ოტობაიაში მძიმედააა და არ აღელვებთ, არც სოხუმში, არც გალში, არც ოტობაიაში.
ოჯახი და ექიმი ეხვეწება მოგვეცი საქართველოს და რუსი+სეპარატისტი არ უშვებს. არ ხსნის ე.წ. საზღვარს, მიუხედვავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. თვითონაც ვერ/არ შველიან! კლავენ, ფაქტობრივად!
მეგობრის რეკომენდაციით, ვრეკავთ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში და იქ…
თურმე იქ თანამედროვეობის გმირი ბუდობს.
არ ვიცი რა ჯადო ჩაატარა, მაგრამ გამოგლიჯა იმათ ხელიდან! საქართველოს კონტროლირებად მხარეს დახვდა ბრიგადა ისე, რომ გული გახეთქვოდათ არაადამიანებს შურით – უმაღლესი დონით! ამერიკულ სერიალში რომ გვინახავს, ისეთი ოპერატიულობით და ეკიპირებით გადაიყვანეს ქუთაისში და ახლა ქართული მედიცინის ხელშია.
ადამიანები – აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-ში ისტორიულ საქმეს სჩადიან! ჩვენ შემდეგ, კიდევ ერთი ინსულტიანი გოგო გამოგლიჯეს ხელიდან! Ketevan Bakaradze მადლობა, რომ ხართ!
Maiko Tsanava შენზე უკეთ, არ ვიცი, ვინმემ თუ იცის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის კარგიც, ავიც, ავანიც, ჩავანიც.
❤️❤️❤️
Keti Sajaia Davit Sajaia ახლა სხვა ბრძოლა გვაქვს და კარგად მივდივართ! ❤️”.
,,ფორტუნა” ოთარ ქირიას დაუკავშირდა და აღმოჩნდა, რომ პაციენტი მისი ნათესავია. ოთარი გვიყვება, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის, ქეთი ბაკარაძის უშუალო ჩარევით შესაძლებელი გახდა პაციენტის გადმოშვება ე.წ. საზღვარზე. მანამდე ოტიბაიადან ჯერ გალში, შემდეგ კი სოხუმში სპეციალური დოკუმენტების მოსაპოვებლად მოუხდათ ახლობლებს მძიმე, ნახევრად გათიშული პაციენტის ტარება… აღსანიშნავია, რომ 60 წლამდე ქალს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, მას ინსულტი ჰქონდა და ამჟამად საკარანტინო სივრცეში იმყოფება, ვინაიდან ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის შემდგომ პროტოკოლი სწორედ ორკვჯრიან კარანტინს ითვალისწინებს.