LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ ზურაბიშვილი: „არ გვექნება ომი, თუ ჩუმად ვიქნებით და ყველაფერს დავეთანხმებით“

405
otar-zurab33

საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარეა ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოება რომ არ შეწინააღმდეგებოდა ე.წ. რუსული კანონის მიღებას, ევროკომისია საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციას არ გასცემდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

„როგორ შეიძლება დღეს, ასეთი რბილი პოზიცია დავიკავოთ უკრაინის საკითხზე. დაბალანსებული პოზიცია რას ნიშნავს? რა არის მოსაგები? როდის მოვიგეთ, როცა რუსეთის მიმართ დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდა. ომი არ არის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კაცი მოკლეს? ადამიანებს იტაცებენ ყოველდღიურად, გადაადგილება შეზღუდულია ე.წ. საზღვარზე. რას ფიქრობთ, ეს არ არის ომი? ამას თუ დავამატებთ იმას, რომ მიმდინარეობს „ჰიბრიდული ომი“…

ასევე, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ადვილად შემოუშვეს საქართველოში ასი ათას რუსზე მეტი. ვინ არიან ეს ადამიანები, რა კონტროლს ვაწესებთ? არ გვექნება ომი, თუ ჩუმად ვიქნებით და ყველაფერს დავეთანხმებით“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

მისი თქმით პოლიტიკა არის ფაქტები. რა ნაბიჯები გადადგეს, რა იყო ევროპისკენ პოზიტიური ნაბიჯი.

“რას ნიშნავს იმპიჩმენტი? გამოდიან საბჭოური ტიპები, საბჭოური ნიღბებით და სიტყვებით.. ერთ-ერთი მაგალითი იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის გადაყენება უნდოდათ”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g