საქართველოს რეგიონებს წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები უსასყიდლოდ გადაეცათ.
როგორც ”ფორტუნას” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული საშენი მეურნეობიდან საქართველოს 4 რეგიონს ჯამში 4000-მდე, ხოლო საპატრიარქოს – 1500 ნერგი გადაეცა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სახეობები ჩრდილოური წარმოშობისაა და ყინვაგამძლეობით ხასიათდება.
ეროვნული საშენი მეურნეობიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის 770 – არყის, 253 – ფიჭვის, 120 – ნაძვის სახეობის ნერგები გამოიყოფა; რაჭა-ლეჩხუმს 490 – არყის, 645 ფიჭვისა და 130 ნაძვის სახეობის ნერგები გადაეცა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის კი 120 – 120 არყისა და ფიჭვის, ასევე 40 – ნაძვის ნერგი გადაეცემა; სამცხე-ჯავახეთის რეგიონს 490 – არყის, 645- ფიჭვის და 130 ნაძვის ხისნერგები გადაეცა.