LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხი უცნობი ფაქტი დღესასწაულებზე, განწყობასა და საჩუქრებზე

97

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს საჩუქრების მიღების ხელოვნებასა და ჩვენს მოლოდინზე დღესასწაულებისგან.

ალბათ არ იცოდით, რომ მამაკაცები და ქალები განსხვავებულად რეაგირებენ საჩუქრებზე, რომლებიც მათ არ მოსწონთ. ქალი ყოველთვის მადლობას იხდის და ამბობს, რომ ეს ზუსტად ისაა, რაზეც ოცნებობდა. მამაკაცი კი, გულწრფელად აღიარებს, რომ საჩუქარი არ მოსწონს და უკმაყოფილების უამრავ არგუმენტიც მოჰყავს.

ფსიქოლოგების მტკიცებით, სხვისთვის საჩუქრის გაკეთება ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მიღება, რადგან საჩუქრის შერჩევისას ჩვენ საკუთარ გრძნობებს გამოვხატავთ და სიურპრიზის ადრესატისგანაც იგივეს ველით. “იდეალური” საჩუქრის ძებნას საყვარელი ადამიანისთვის უფრო მეტი დადებითი ემოცია მოაქვს ჩვენთვის, ვიდრე მის მიღებას.

უცნაურია, მაგრამ ზამთრის დღესასწაულები ჩვენში იმდენივე სტრესს იწვევს, რამდენსაც ახალ და უცნობ ადგილას დაბინავება. უბრალოდ,  ხშირად ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს ვიმხიარულოთ და არ ვაღიარებთ, როგორი დაღლილები და გაღიზიანებული ვართ. გამოსავალი ერთადერთია – არ ღირს ყველა საქმის საკუთარ თავზე აღება და დღესასწაულებისგან ზედმეტად ბევრის ლოდინი.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სახლის საახალწლო მორთულობა ჩვენს კომუნიკაბელურობაზე მიუთითებს, რადგან დეკორის მოფიქრებისას და აქსესუარების შერჩევისას ჩვენ ქვეცნობიერად მივანიშნებთ გარშემომყოფებს, რომ სიხარულით ველით მათ სტუმრობას და აბსოლუტურად გახსნილები ვართ ურთიერთობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g