LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოთხივე შვილი წაართვეს მარის” – ოჯახიდან ბავშვების გამოყვანის ფაქტს სოცსამსახური ადასტურებს

47470954_2387371341291776_4406842848939343872_n

დედას, რომელიც 9 წლის განმავლობაში ვაგონში 4 შვილთან ერთად ცხოვრობდა, სოციალურმა სამსახურმა ბავშვები ჩამოართვა, – ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დახმარების მიზნით ოჯახის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, სოციალურმა სამსახურმა, ბავშვები ოჯახიდან გამოიყვანა. ეს ინფორმაცია “ფორტუნას” სოციალურ სამსახურშიც დაუდასტურეს.

როგორც სოციალურ სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, გადაწყვეტილება ოჯახში მძიმე სოციალური პირობების გამო მიიღეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე, ოჯახს ყველანაირი სახის სოციალური სერვისი გაუწიეს, თუმცა, ბავშვებისთვის საჭირო ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება ოჯახმა ვერ შეძლო.

აკა სინჯიკაშვილი კი, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა ბავშვებმა მშობელთან დაბრუნება შეძლონ.

“სასწრაფოდ წაიკითხეთ ყველამ!!!!!ეს მტკვარზე რომ ოჯახი ვიპოვეთ იმ ბავშვების დედაა, 9 წელი იცხოვრეს ამ ვაგონში ამ ჯოჯოხეთურ პირობებში. ჩვენ პარასკევს ვიპოვეთ და დავდეთ მათი ამბავი, საჭმელი,წამლები გათბობა და ტანსაცმელი მივუტანეთ, ადგილს ვეძებდით რომ ნორმალურ პირობებში გადაგვეყვანა. ორშაბათს, სოციალურის თანამშრომლები და პატრულის ეკიპაჟი მივიდა და ბავშვებისთვის ცუდი პირობების გამო ოთხივე შვილი წაართვეს მარის.ამ დროს რაც ხდებოდა ალბათ წარმოგიდგენიათ . ბავშვები რეგიონებში გაანაწილეს, ზუსტად არც იცის დედამ. მე რომ კანფეტები მოვუტანე ეგრევე ყრია საწოლზე,გული გამისკდეს ლამის . მარიც ესე ზის და შვილებს ტირის. ჩვენ თუ ერთი წლის ქირის ფულს შევუგროვებთ და სახლი ექნება მარის, პირობებსაც შევუქმნით და შვილებსაც დაუბრუნებენ. მართლა სულ ყველაფერს ვეცდები რომ ბავშვები დედასთან დაბრუნდნენ. მერე მარიც იმუშავებს, სიციალურიც დაენიშნებათ,ჩვენც მივეხმარებით და კარგად იქნებიან. სხვა დანარჩენში, ყველაფერში მივეხმარებით რომ ბავშვები უსაფრთხოდ და დედასთან იყვნენ. აბა ჩვენ ვიცით.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე –
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით,” – წერს აკა სინჯიკაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g