LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არსებული პირების გარდაცვალების შესახებ ცნობა საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა”- ქეთევან ციხელაშვილი

75

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არსებული პირების გარდაცვალების შესახებ ცნობა საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა,” – განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

“ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია არ არის დაკომპლექტებული რომელიმე პირის მიერ, ეს არის დაკომპლექტებული სამართალდამცველების მიერ, იმ პრინციპით, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის რეზოლუციაში. რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირების შეყვანა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქმე დაიხუროს. სია არის ღია. შესაძლებელია, გამოძიების ფარგლებში ვინმე დაემატოს,” – აცხადებს ციხელაშვილი.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა, ასევე მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g