LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა – მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია

63
ოთხოზორია

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

2016 წელს, 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა.

გალის რაიონიდან დევნილი ოთხოზორიას ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზედაც ვერ შეთანხმდნენ.

ტრაგედიას თვითმხილველები ჰყავს.

არსებობს მკვლელობის კადრებიც. ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დამონტაჟებულმა უსაფრთხოების სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადმოდიან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი სამხედროები.

გიგა ოთხოზორიას მკვლელს აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა განუსაზღვრა.

თუმცა იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა.

საქართველოს მთავრობამ ჟენევის მოლაპარაკებებზე და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე არაერთხელ, თუმცა უშედეგოდ მოითხოვა კანჯი ოღლის გადაცემა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს თემა გამოიყენა გალის შეხვედრების შეწყვეტის საბაბად.

2018 წლის 27 ივნისის შემდეგ, გალის ფორმატით შეხვედრები აღარ გამართულა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელები ამ დრომდე დაუსჯელები არიან. დამნაშავის დასჯის იმედს ოჯახის წევრები ამ დრომდე არ კარგავენ.

თუმცა, იმედი ყოველწლიურად სულ უფრო ცოტა რჩება.

შვილის საფლავს ხშირად აკითხავს ჯულიეტა ჭანტურია.

როგორც ამბობს, სათქმელი არაფერი აქვს და აქვს მხოლოდ სურვილი, რომ საოკუპაციო ხაზი, რომელმაც მისი შვილის მსგავსად არაერთი სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ დღესაც აღარ იქნება:

„მიუხედავად ამდენი ახალგაზრდის სიკვდილისა, ამდენი ოჯახის გაუბედურებისა, ქართველს და აფხაზს გვერდიგვერდ ერთმანეთის მხარდაჭერა ჰქონოდეთ“. – ამბობს ჯულიეტა ჭანტურია. 

6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი: პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g